ოლივერ ვარჰეი: საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მზად ვართ – ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს
ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.
„ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.
საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ, ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს”, – წერს ოლივერ ვარჰეი.
In this new geopolitical era, 🇬🇪 made a very clear message to us: it is only 🇪🇺membership that #Georgia considers to be strong enough for long-term peace, stability & prosperity. I am here to tell you that we are ready to deliver on this message.
⏩press https://t.co/e5J9LPUzr8 pic.twitter.com/7MIfKRh4Yi— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 16, 2022