რატომ აჩვენებს უოლტ დისნეი ორ თითს ყველა ფოტოზე?
კომპანია Disney-ს შესწავლისას უცნაური რაღაცის შემჩნევა შეიძლება: კომპანიის დამაარსებელი უოლტ დისნეი ყველა ფოტოზე გამუდმებით სადღაც იშვერს მარჯვენა ხელის ორ თითს – შუასა და საჩვენებელს.
მულტიპლიკატორი ამ ჟესტს სხვადასხვა ვითარებაში იყენებდა: მაგალითად, კაბინეტში მუშაობის დროს, საუბრისას ან უბრალოდ ფოტოგრაფთან პოზირებისას.
გარდა ამისა, თუკი „დისნეილენდის“ რომელიმე გასართობ პარკში მიხვალთ და რომელიმე მის თანამშრომელს გზის ჩვენებას სთხოვთ, ყველა მათგანი ორ თითს გაიშვერს ისე, როგორც უოლტ დისნეი აკეთებდა.
აი, რა ხდება: ცნობილი მულტიპლიკატორი დღეში 3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მან მოწევა მაშინ დაიწყო, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში. როდესაც ადამიანი ამდენს ეწევა, ძნელია ისეთ მომენტში გადაუღო ფოტო, რომ ხელში სიგარეტი არ ეჭიროს. შესაძლოა, სწორად ამ მავნე ჩვევამ გამოიწვია დისნეის ცნობილი ჩახველებაც, რომელიც ყველა მისი სიტყვით გამოსვლის თანმხლები იყო. გასართობი იმპერიის დამფუძნებელი 65 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნის შედეგად დაიღუპა.
ყველაფერი ეს კეთილი მეზღაპრის იმიჯში, როგორადაც მას დისნეის მიმდევრები ხატავენ, საერთოდ არ ჯდება და ცუდ მაგალითს აძლევს ბავშვებს. ამიტომაც ყველა ოფიციალურ ფოტოზე მულტიპლიკატორს ხელში დაკავებული სიგარეტი წაუშალეს, ხოლო პარკის სტუმრებს რომ არ მოჩვენებოდათ უცნაურად, პარკის თანამშრომლებს სთხოვეს, ყველა საჩვენებელი ჟესტისას ორი თითი გამოეყენებინათ. ამასთანავე, ზოგიერთ ქვეყანაში ერთი თითით რაიმეს ჩვენება, ზოგადად, უზრდელობად ითვლება.
ეს ჟესტი თანამედროვე კინემატოგრაფიაშიც შევიდა: ტომ ჰენქსი, რომელმაც დისნეის როლი ითამაშა ფილმში „მისტერ ბენქსის გადარჩენა“, ზუსტად ისეთივე ჟესტს იყენებს, როგორსაც მისი გმირი.