გორში გამწვანების აქცია მოეწყო

გორში გამწვანების აქცია მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მდინარე მეჯუდას გასწვრივ, გოგებაშვილის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში დეკორატიული მარადმწვანე მცენარეები დაირგო.

“გამწვანების აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა სადაგის ინიციატივით დაიგეგმა, აქტივობაში მათთან ერთად ,,Youth Center New Generation • ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობა,,-ს წევრები და მოხალისეები ჩაერთნენ. დაირგო 80 ძირი ხამეციპარისი და ნაძვი, რომელიც ორგანიზატორებს ,,GRATO Greenhouse • გრატოს სათბურები,,-მ საჩუქრად გადასცა.
გამწვანების აქცია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები