ოლივერ ვარჰეი: თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერასა და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რაც ევროპული საბჭოს დასკვნაში იქნა გაწერილი
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერასა და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რაც ევროპული საბჭოს დასკვნაში იქნა გაწერილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. საუბარი გვექნება ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ფლაგმანურ პროექტებზე”, – წერს ევროკომისარი.
#Georgia #Tbilisi – ⏩ Discussions will focus on #EU support and priority reforms identified in the Commission’s Opinion on 🇬🇪 membership application to the 🇪🇺, and flagship projects under the Economic and Investment Plan. #EIP ➡️ press announcement: https://t.co/NPNIVhUAMp pic.twitter.com/YUQP4lfEVX
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 15, 2022