ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია, ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა.
“ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში. დღეის მდგომარეობით, 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ, ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
#Georgia #Tbilisi – Meeting on Economic & Investment Plan w/ Representatives of Government & IFIs
Our #EIP is about connectivity: energy, digital & transportation.
To date 34 000 #SMEs got support. We want to reach 80 000.
Our aim is to bring ⏩growth & jobs ⏩prosperity
pic.twitter.com/gZxtQytwNY— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 15, 2022