ხელისუფლება ოსური მხარის მიერ სასაზღვრო სამუშაოების დაწყებას უკანონოდ აფასებს

  საქართველოს ხელისუფლება ოსური მხარის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაზღვრო-საინჟინრო სამუშაოების დაწყებას უკანონოდ აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ოკუპაციის გაგრძელებაა. ქართული მხარის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასაზღვრო ნაგებობების აშენება რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში შედის. უმრავლესობის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩრდილოელ მეზობელს ბარიერს შეუქმნის ქვეყნის ოკუპაციაში. შეგახსენებთ, რომ ოსური მხარე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაზღვრო-საინჟინრო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის უშიშროების მაღალჩინოსანმა, გენერალ-მაიორმა სერგეი კოლბინმა სააგენტო “რესთან” ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები