ლაგოდეხის თოჯინების სახალხო თეატრმა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გასვლითი სპექტაკლების საშემოდგომო ჩვენება დაიწყო

ლაგოდეხის თოჯინების სახალხო თეატრმა დაიწყო, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გასვლითი სპექტაკლების საშემოდგომო ჩვენება.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა) ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპექტაკლები, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ყველა საბავშვო ბაღში უფასოდ იმართება.

აღსანიშნავია, რომ თოჯინების სახალხო თეატრი წელიწადში სამ გასვლით ტურნეს აწყობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით და უფასოდ ატარებს სპექტაკლებს პატარა მაყურებლისთვის.

ყველა საბავშვო ბაღს თოჯინების თეატრი სპექტაკლით ეწვია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები