კახეთში რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართა
კახეთში რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა) ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალი „ჭაჭა“, 2018 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა.
საქართველოს კულტურის პალატის, ტურიზმის განვითარების ასოციაციის ინიციატივით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და მასში კახეთის რეგიონში შემავალი რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერები, გლეხები, მცირე მარნები და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის თემატური კუთხეები.
წელს, ფესტივალი „ჭაჭის“ ნომინაციაში „გამორჩეული საოჯახო ჭაჭა 2022“ გამარჯვებული გახდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ნოდარ ქოქუაშვილის მცირე მარნის ჭაჭა.
ფესტივალის მიზანი ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნებისა და კომპანიების წახალისება-ხელშეწყობაა.