კალაძე – “მამისონზე”: მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაციას ვერ შეძლებს

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, კომპანია “მამისონი” ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ვერ შეძლებს, რის გამოც მერიამ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

“რაც შეეხება “ვარკეთილის” მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია და აღნიშნული კომპანია, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მეტრო “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – თქვა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები