მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მოადგილეებთან, ერთად გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში პატარა თამაკონის უბნისა და გიზო წულაიას ქუჩაზე გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის გზის მოწყობა, ასევე, მოეწყობა გაბიონის კედელი, გრუნტის კიუვეტი და რკინა ბეტონის ღია არხი ცხაურით.
პროექტის ღირებულება 419 499 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „როუდ პლუსი“ ასრულებს.
გაჭედილში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები