თბილისის საკრებულოს წევრები ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – WTM ესწრებიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM მონაწილეობს, რომელსაც თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე – ლევან არველაძე და საკრებულოს წევრი – ლევან აბაშიძე ესწრებიან.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 43-ე წელია, იმართება. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. WTM-ზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი.
გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, დედაქალაქის საკრებულო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი.