მარშალ გელოვანის გამზირზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო ბალახის საფარი.
ამასთან, საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, LED განათების ქსელი დამონტაჟდა და განთავსდა საპარკე ინვენტარი. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები