თამარ გაბუნია: 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება – მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელ სეზონს მომზადებულები შევხვდეთ
“დღეიდან 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, აცრის ახლა ჩატარება მნიშვნელოვანია.
„დღეიდან 15 ნოემბრამდე ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. მათ შეუძლიათ, მივიდნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებიან და მკურნალობას იტარებენ, ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში. დაწესებულებების ზუსტი სია გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ აცრა ჩატარდეს ახლა, რადგან მოსალოდნელ სეზონს მომზადებულები შევხვდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა.