ქარელის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული – „ქარელობა” გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული – „ქარელობა” გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, სადაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს დამწყებმა და პროფესიონალმა ხელოვანებმა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა დაწესებულებას სპეციალურად მოწყობილი კუთხე ჰქონდა და საკუთარ შემოქმედებასა და მიღწევებს აცნობდნენ მთავრობის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას.

“ღონისძიებები გათვლილი იყო ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე. პატარებისთვის დამონტაჟდა ატრაქციონები. მოსწავლეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მხიარულ სტარტებში.
დღის განმავლობაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა და საესტრადო ანსამბლებმა.
ქარელის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ ხუთ მოქალაქეს, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს ჯილდოები.
საღამო დასრულდა გალა კონცერტით „ღამის შოუს ბენდის” მონაწილეობით და გრანდიოზული ფოიერვერკით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები