მერია: 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 8 ახალი სკვერი შეემატება

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 8 ახალი სკვერი შეემატება.  მათ შორის, სოფლებში ხუთის (ტინისხიდი, ვარიანი, კარალეთი, ახალდაბა, პატარა გორიჯვარი), ხოლო გორში სამის მოწყობა – რეაბილიტაცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 8-დან 5 პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022″ – ის ფარგლებში განხორციელდა. დარჩენილი 3 პროექტიც, ასევე, მოსახლეობის თხოვნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

“გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022″ – ის ფარგლებში 41 პროექტი ხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები