„ზვიად კუპრავას მხრიდან საზოგადოება მიჩვეულია ბინძურ, უტიფარ საქციელს და ხმოვანი ჩანაწერი, სადაც საკრებულოს წევრი – ზვიად კუპრავა ქალბატონებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ამის დასტურია“ – ავთანდილ ცინცაძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ავთანდილ ცინცაძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრის, ზვიად კუპრავას მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ საქმეს, რომელზეც დღეს მას პროკურატურა ედავება, პოლიტიკური სარჩული აქვს, საქმეში მონაწილე პირები ავთანდილ ცინცაძის სამეგობროდან და გარემოცვიდან არიან.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, საქმე არ აღძრულა მხოლოდ ზვიად კუპრავას მიმართ, არამედ საქმე აღძრულია კახა ხაჩიძის მიმართაც და გამოძიება დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„ეს მისთვის და მისი გუნდისთვის არ არის პირველი, ზვიადის მხრიდან საზოგადოება მიჩვეულია ბინძურ, უტიფარ საქციელს და ხმოვანი ჩანაწერი, სადაც საკრებულოს წევრი – ზვიად კუპრავა ქალბატონებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ამის დასტურია. გამოძიება დაადგენს სიმართლეს, თუმცა, ბრალდებული ზვიად კუპრავა მართალი არც ახლაა და არც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები