დმანისის მერმა ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. შემოიღობა ეზოს პერიმეტრი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.