ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად ახალგაზრდების ხელშეწყობა რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.

ამ მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა პროგრამა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ორმაგად სასიხარულოა, რომ სტიპენდიატების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – აღნიშნა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ.

2021-2022 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 70 სტიპენდიატი ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები