გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომბინატის დასახლებაში მანქანა ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.