მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა, რაც ძაღლის გამო შეფერხდა, აღდგენილია

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ძაღლის გამო შეფერხებული იყო. მეტროს გახსნისას მატარებელმა მოძრაობა ვერ შეძლო, რადგან ერთ-ერთი სადგურის გვირაბში მიუსაფარი ძაღლი აღმოჩნდა, რის გამოც ძაბვის მოხსნა და ძაღლის უსაფრთხოდ გამოყვანა გახდა საჭირო.

როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

“მიზეზი ტექნიკური შეფერხება არ არის. ძაღლი იყო გვირაბში, საჭირო იყო მისი უსაფრთხოდ ამოყვანა. სპეციალური სამსახური იყო გამოძახებული. რის შემდეგაც ძაღლი მათ უვნებლად წაიყვანეს. შესაბამისად, სადგურები მგზავრთა მიღებაზე ცოტა მოგვიანებით გაიხსნა. ახლა ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მუშაობს მეტრო”, – განუცხადეს “კვირას” სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები