ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. ძლიერი შტორმის გამო, თავდაპირველად, კაცს სანაპიროზე ეძებდნენ, დღეს დილიდან კი მაშველებმა მისი სამძებრო სამუშაოები ზღვაში დაიწყეს.
როგორც ირკვევა, ის შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შევიდა, ტანსაცმელი კი თანმხლებ წყვილს დაუტოვა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
“მოქალაქე მოვიდა ჩემთან სამუშაო ადგილას და რუსული აქცენტით მითხრა, რომ ზღვაში კაცი იხრჩობოდა. თანმხლებ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის ტანსაცმელი ეჭირათ. მოვიდა სასწრაფოც, სამაშველოც. პოლიციამ ეს წყვილი გამოკითხვაზე წაიყვანა, მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.