ძლიერი ქარის გამო, ვარკეთილში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა

ძლიერი ქარის გამო, ვარკეთილში ხე წაიქცა. შედეგად, მიმდებარედ მდგომი რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეები გამხმარია და, საშიშროებიდან გამომდინარე, მათ თბილისის მერიას უკვე მიმართეს, შემოწმებაზე მისული სპეციალური ჯგუფის შეფასებით კი ხეები საშიში არ იყო, რადგან ისინი წითელ
ზონაში იდგნენ.

“ორჯერ იყო გაგზავნილი წერილი, რომ მოეჭრათ ხეები, რადგან ისინი ცუდ მდგომარეობაში იყო. ფაქტის წინაშე დავდექით და, ფაქტობრივად, სამ მანქანას დაეცა ერთ-ერთი ჩემი იყო. შემოწმებაზე როცა იყვნენ მოსულები უთქვამთ, რომ არ წარმოადგენდა საფრთხეს ეს ხეები, რადგან წითელ ზონაში იდგა”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.​

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები