თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის შვედეთის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.
სემინარს შვედეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ჰამპე კლაინი და უორენტ ოფიცერი ანდერს პალსონი უძღვებოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც გეგმავს.