გლდანში, ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში საგზაო სამუშაოები დასრულდა
გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ჯავახეთის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 111 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ხოლო 5 385 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.
ასევე, 1 280 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. შესრულებული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 677 917 ლარი დაიხარჯა.