კახა კალაძე: „კეზეროვიჩების“ განცხადებები საინტერესო არ არის
„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო, როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნის ვადებზე და ანტიკორუფციული მოძრაობის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, „გოცირიძის“ მეტროს სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მიმდინარეობს.
“კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება”,- განაცხადა კალაძემ.