ლანჩხუთში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ხორციელდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში
სოფელ ჩიბათში კოლხეთის ეროვნულ პარკამდე მისასვლელი 9,923 კმ-
იანი, სრულად ამორტიზებულ გზას რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა. საჭირო ადგილებზე მოეწყო სანიაღვრე
არხები და სხვა ხელოვნური ნაგებობები.
მდინარე ფიჩორის ნაპირზე კეთდება ნავმისადგომი, სველი წერტილი,
საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები. გამოიყო ადგილები სპორტული
თევზჭერისთვის, ადგილობრივი ნაწარმის გასაყიდად.
დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ღია კაფეს მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.