ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები