სოფელ მუხრანში, ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა
სოფელ მუხრანში, ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან მადლობა გადაუხადა შატოს ინვესტორებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიკურად განვითარებას ქვეყანაში.
გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შატო მუხრანის ინვესტორი ფრედერიკ პოლსენი და მსოფლიოში ისტორიული ინტერიერების აღდგენის ცნობილი სპეციალისტი ხუან პაბლო მოლინეო, რომელიც ხელმძღვანელობდა 120-წლიანი სასახლის აღდგენის პროცესს.