გლდანში სამ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისმიზნით, სპორტული სივრცეებისმოწყობარეაბილიტაცია გრძელდება.  ამჯერად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.  

თბილისის მერიის ცნობით, კალათბურთის ერთი და  ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე განთავსდა.  კალათბურთის  მოედანი  მუხიანის 4ა მიკრორაიონის  N11-13-14 კორპუსებთან, ხოლო სკოლისა და წყაროს  ქუჩებზე კი,ფეხბურთის მოედნები მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065  ლარი დაიხარჯა.

სპორტული მოედნების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილიადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები