ანრი ოხანაშვილი: გვაქვს კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიები, რომ ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს დამოუკიდებლად საქმიანობას
“მთავარი არ არის, რას იტყვიან ეს ადამიანები. მთავარია, რას იტყვის ევროკავშირი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტის კრიტიკას.
ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლად საქმიანობას განახორციელებს.
“ჩვენ გვაქვს კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიები, რომ ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს დამოუკიდებლად საქმიანობას, რომელიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპების დაცვით განხორციელდება. ამ ბიუროს საქმიანობა იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.