თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
შესაბამისი განცხადება გიგაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
“დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე არის დაკავებული. მე, როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საჭიროა, დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე”, – განაცხადა გიგაშვილმა.