კობა კობალაძე: ამაყი და ძლიერი ვარ, რადგან პრემიერ-მინისტრი სიტყვას ასრულებს, ისეთი კომფორტული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს, ბევრჯერ არ ყოფილა

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით, 22-ლარიანი დანამატი 100 ლარი გახდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ ისეთი კომფორტული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, როგორიც დღეს არის, ბევრჯერ არ ყოფილა.

„დღევანდელი დღე გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების დღესავით გამოჩნდა. მე უფრო ამაყი და ძლიერი ვარ იმიტომ, რომ კაცს ახასიათებს სიტყვის შესრულება და იმ სიტყვაზე პასუხისმგებლობა. შარშან, ზუსტად ამ დროს ბატონი პრემიერმინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, იქნა შეცვლილი და მომატებული. ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და, შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდასა და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები