ირაკლი ღარიბაშვილს საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის საჩუქარი გადასცეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ,,ვაზიანი-2014″-ის საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის საჩუქრად დანა და სიგელი გადასცეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელი მთავრობის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო.
“ვაზიანი – 2014” საველე სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელით კი პრემიერ-მინისტრს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქარი – დანა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქარი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე მიიღო.