“6 წლის ბავშვი გამოიქცა, დედას კლავსო” – თელავში ქმარმა 26 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა

თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 26 წლის ცოლი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, სამი დღით ადრე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სამართლადამცველებმა ბრალდებული ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს, სწორედ ცოლზე განხორციელებული ძალადობისთვის დააკავეს.

ცნობილია, რომ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებული დანაშაულის ჩადენამდე სამი დღით ადრე გირაოთი გაათავისუფლა.

“ბავშვი მოვარდა გიჟივით, ჩქარა, ბებო, დედას კლავსო. ტუალეტში შეიყვანა და ახრჩობსო. დანა დავუმალეო. წლინახევრის შვილის თვალწინ მოკლა. 6 წლის ბავშვი გამოიქცა ჩემთან და წლინახევრის იქ დარჩა, დედასთან.
ეგ რომ კიდევ გარეთ იყოს, სამივე ბავშვსაც მოკლავდა”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის დედა.

შეგახსენებთ, თელავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, დაკავებული მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები