კახეთში მკვლელობა მოხდა
კახეთში, თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე ქალი.
“კვირას” ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.