ვიქტორ ყიფიანი: სინგაპურის ტრასტის მხრიდან თანხების ამოძრავება უკავშირდება იმას, რომ ბანკი იმდენად ცუდ ვითარებაში მოექცა, იმდენად ყალბი, თვალთმაქცური არის მისი პოზიცია, რომ მაქსიმალურად ცდილობს – კონტაქტში შემოვიდეს

სინგაპურში მიმდინარე პროცესის შედეგად, სინგაპურის მიმართულებით, ეს არის სინგაპურის ტრასტი, გარკვეული თანხები მოვიდა მოძრაობაში, რაც შეეხება მეორე ტრასტს, იქ მუშაობა მიდის. თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ საკითხი იქაც გაიხსნება, უბრალოდ ამას მეტი მოთმინება და მეტი რესურსი სჭირდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ სინგაპურის ტრასტის მხრიდან თანხების ამოძრავება და განბლოკვა უკავშირდება იმას, რომ ბანკი იმდენად ცუდ ვითარებაში მოექცა, იმდენად ყალბი, იმდენად თვალთმაქცური არის მათი პოზიცია, რომ მაქსიმალურად ცდილობს კონტაქტში შემოვიდეს.

ტრასტებზე ბლოკირებული თანხების განბლოკვა და ე.წ. მოპარული ფულის უპირობოდ გადახდა – მხოლოდ ეს იქნება ბანკის მხრიდან იმ კეთილსინდისიერების ოდნავი გამოვლენა, რომელიც საგნობრივ მოლაპარაკებაზე მხარეთა გადასვლას საშუალებას მისცემს. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ისეთი დაშვება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამდენად საკმარისად ჩავთვლით ბანკის მხრიდან ამ პირობების შესრულებას, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი რაც ბანკმა უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები