ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ, “ნაცმოძრაობის” დეპუტატს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ, მარტვილის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ზაალ გოროზიას 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება სენაკის სასამართლომ მიიღო.

პროკურატურა გოროზიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია და აუცილებლად გაასაჩივრებს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მარტვილის საკრებულოს წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აღკვეთის სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, ზაალ გოროზიას მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები