ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა – რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, არსებული სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 124 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები