თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

1-2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.

საქართველოს ყველა რეგიონი თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით გამართავს ფოლკლორულ კონცერტებს, პერფორმანსებს, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს, ჩაატარებს ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს.

მუზეუმში გაცოცხლდება სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მუზეუმში მისვლის მსურველებს კუს ტბის ასახვევიდან მუზეუმის მიკროავტობუსი მოემსახურება.

ღონისძიებების გეგმა:

1-ელი ოქტომბერი

კახეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, ფოლკლორი, მრავალფეროვანი გამოფენები, კახური სამზარეულოსა და ღვინის კუთხე, ყურძნის დაწურვის, არყის გამოხდისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი.

შიდა ქართლი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რეწვის მასტერკლასები, ქართლური ნაზუქის თონეში ცხობის მასტერკლასი.

სვანეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, სვანური კულინარია, ფეტვიანი ხაჭაპურის, სვანური კუბდარის მასტერკლასი.

იმერეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, იმერული კულინარია, იმერული ღვინის კუთხე, მხლის მასტერკლასი.

სამცხე-ჯავახეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, მესხური სამზარეულო, მესხური ღვინისა და მესხური ლუდის კუთხე.

რაჭა-ლეჩხუმი – მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რაჭული და ლეჩხუმური სამზარეულოს კუთხე, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ლეჩხუმური ლობიანის, ხაჭაპურის, სიმინდიანისა და ნიგვზიანის მასტერკლასი.

სამეგრელო – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, ელარჯისა და ღომის მასტერკლასი, მეგრული სამზარეულოს კუთხე.

მცხეთა-მთიანეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, დამბალხაჭოს კუთხე.

2 ოქტომბერი

აფხაზეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, აფხაზეთთან დაკავშირებული მრავალფეროვანი გამოფენები, პერფორმანსი აფხაზური სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერკლასი.

გურია – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, გურული სუფრის პერფორმანსი – სტუმრის გადაპატიჟებისა და გურული ლხინის ინსცენირება.

სამეგრელო – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რეწვის მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები