თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 9 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი
28 სექტემბრის 23:00 საათიდან 29 სექტემბრის 08:00 საათამდე დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებია.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქეთევან დედოფლის გამზირზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 სექტემბერს, 23:00 საათიდან 29 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ისნის, ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, 300 არაგველის, კაჩინსკის ქ. N1-5, ღვინის აღმართს, რიყის პარკს, დუტუ მეგრელის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.