ჯარისკაცებმა შინდისში ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
სენაკის ბატალიონის მეორე ბრიგადის ჯარისკაცებმა შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ჯარისკაცებმა შინდისის ბრძოლაც გაიხსენეს, სადაც შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში რუსული ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. არათანაბარ დაპირისპირებაში მხოლოდ 5 მძიმედ დაჭრილი ქართველი სამხედრო გადარჩა. შინდისის ბრძოლიდან 11 აგვისტოს 6 წელი გავიდა.