ჯუანშერ ბურჭულაძე – ოპოზიციურ მედიას: ჩემთვის გასაკვირია, ვის უგზავნით ამ გზავნილს, რომ ქართული ჯარი სუსტია?
გზავნილი, რომ ქართული ჯარი სუსტია, რეალობას არ შეესაბამება, – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიასა და გავრცელებულ დეზინფორმაციებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის რიტორიკა, რაც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. ვის უგზავნით გზავნილს, რომ ქართული ჯარი სუსტია. არ არის ასეთი რეალობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ქართული ჯარის დასუსტებასთან დაკავშირებით.