სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, ასევე, დაიკითხება დაცვის მხარის ერთი მოწმე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარეს აქვს გასაჩივრებული.