ირანის სამხედრო ფლოტი აშშ-ს საზღვრისკენ დაიძრა
ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო საზღვრისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ავრცელებს.
“ხომალდები უკვე დაიძრნენ ატლანტიკის ოკეანისკენ. ისინი სამხრეთ აფრიკის სანაპიროს გაივლიან. ეს მანევრი შეერთებული შტატებისთვის გზავნილია”, – აცხადებენ საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელები.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს ნაბიჯი ირანმა სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდების გადაადგილებასთან დაკავშირებით გადადგა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სპარსეთის ყურეში შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ რამდენიმე მასშტაბური სამხედრო წვრთნა ჩაატარა.