ავთანდილ გულიკაშვილი: აუცილებელია ბავშვებს შევუქმნათ ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე, სადაც იქნება ჯანსაღი და სასკოლო მზაობისთვის საჭირო უნარების განსავითარებელი გარემო
საგარეჯო მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, კურატორ მოადგილესთან – გიორგი ლალიაშვილთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელთან – ელზა გილაშვილთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბაღების მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა და ძირითადი დრო ინფრასტრუქტურულ და ბავშვთა კვების საკითხებს დაეთმო.
” ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომავალი წლიდან ყველა ბაღისთვის განსაზღვრულია ახალი – თემატური სათამაშოების კოლექციების შემატება, ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ეს პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მე ყოველთვის მზად ვარ შესაძლებლობის ფარგლებში ნებისმიერი საჭიროებისა და პრობლემის გადაჭრისთვის”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.