სამტრედიის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის  მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
ბეტონის გზის საფარი იგება სოფელ ეწერბაშში, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ,,აპი ჯეოს” მიმდებარედ, რაც ადგილობრივების საჭიროების გარდა მეწარმეობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გაკო” ასრულებს.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმაშენებლის პირველი, მეორე და მესამე ჩიხებში გზის ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების პროცესი ნახეს. შპს ,,ლატექსი” აღნიშნულ ჩიხებში ჯამში 1 კმ-მდე გზას აწესრიგებს.
“სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის  დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების განხორციელება  ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და გადაადგილების კომფორტული პირობების შექმნას. საგზაო ინფრასტრუქტურაზე პროექტების დიდი წილი მოდის. ასევე სამუშაოები იწყება სოფელ დიდ ჯიხაიშში 37-ე და 38-ე ქუჩებზე,  ბეტონის საფარის გზები იგება სოფელ ზემო ტოლებში ეკომიგრანტთა უბანში, სოფელ დაბლა გომში მე-4 ქუჩაზე, სოფლების  გომმუხაყრუა-გომნატეხების დამაკავშირებელ გზაზე, სანაპიროს ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაიგება ყოფ. სასტუმროს ეზოში და სოფელ ღანირში ღაღანიძეების უბანში”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.
ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილი მე-2 ეტაპი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები