სამტრედიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით დასუფთავების აქცია ჩატარდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაცია დასუფთავდა.
“ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ნარჩენების რაოდენობაც იმატებს. ნარჩენების მართვის საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. აქციის ფარგლებში ვცდილობთ მოსახლეობის ცნობიერება კიდევ უფრო ავამაღლოთ.
ნარჩენების მართვის ეფექტური მეთოდები თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიან მიდგომას ითხოვს. ჩვენი დასუფთავების აქციაც აქეთკენაა მიმართული”, – განაცხადა სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ.