გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს ,,საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით სამ სოციალურ პროექტს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს ,,საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით სამ სოციალურ პროექტს ახორციელებს.
“მერიის დაფინანსებული პროექტის „რეკრეაცია ბავშვებისთვის” ფარგლებში ,,საზოგადოება ბილიკმა” სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის ქობულეთში საზაფხულო ბანაკი მოაწყო. ბანაკში დასვენება ორმოცმა ახალგაზრდამ შეძლო. ისინი, 8 დღის განმავლობაში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებში. პროექტის მიზანი, ბენეფიციარების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
სოციალურად დაუცველი ოჯახების 6 -დან 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის ,,საზოგადოება ბილიკთან” ერთად მეორე პროექტიც ხორციელდება. პროექტი „თანადგომა” ითვალისწინებს ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული ,,საზოგადოება ბილიკის” მორიგი პროექტის ,,ხელი-ხელის” ბენეფიციარები განვითარების შეფერხების მქონე 0-დან 7 – წლამდე ბავშვები არიან. პროექტის მიზანია, მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 15 ინიციატივას აფინანსებს”, – ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.