13-14 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სლავომირ მროჟეკის „ქვრივები“-ს პრემიერა გაიმართა
13-14 სექტემბერს, კ/თ „სინემაში“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახალხო, დრამატულ თეატრთან არსებულმა „თეატრალური ხელოვნების სახელოსნომ“ სლავომირ მროჟეკის „ქვრივები“-ს პრემიერა წარმოადგინა.
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ეს არის რაჟდენ კერვალიშვილის რეჟისორობით წარმოდგენილი აბსურდული მისტიკა კომედიურ ჟანრში.