ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ კლასში 222 მოსწავლე ისწავლის

ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 222 პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა სკოლის ზარი.

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა – ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცეს.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლა და 27 სკოლამდელი დაწესებულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები